გლდანის
რაიონშიკულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკმაოდ ფართო ქსელია. მის ტერიტორიაზე
ფუნქციონირებს 22 საშუალო სკოლა, სადაც 20000 -ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
თუ
მე - 19 საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით
288 კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია,
რომ გლდანი 12930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში
შედიოდა.
გლდანის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აშენდა
რიგი საცხოვრებელი მასივები. მათ შორის, გლდანის დასახლება (8 მიკრორაიონი), მუხიანის
დასხლება (5 მიკრორაიონი), გდანულა და სხვა. გარდა ამისა, გლდანშია აგრეთვე „ა“ მიკრორაიონი.
გლდანის
დასხლების მშენებლობისათვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი ფართობი. პროექტის
ავტორია არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი. პროექტის მიხედვით საცხოვრებელი
მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად გავნითარტებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე
მხარეს. ცენტრის სიგრძე 2,5 კმ-ია. სამწუხაროდ პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა.
გლდანის
დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანში. მალე აღვიშნულ დასახლებებს
შეემატა გლდანულა და III-ა მიკრორაიონი.
დღესდღეობით
გლდანის რაიონს გააჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა და განაგრძობს განვითარებას.
No comments:
Post a Comment