გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული.
მთელი ამ ხნის მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა,
როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი
არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული
ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ
რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა. გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია.
არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი.გაცილებით
ძველი ნასოფლარებია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე და
სხვა.საუკუნეების განმავლობაში გლდანის რეგიონი
ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე გლდანის შესახებ
მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს.
დიდუბიდან:
ეგრედწოდებული მეტროსადგურ "ელექტროდეპო" -დან; ახლანდელი მეტროსადგური "გოცირიძე".
ამჟამად გლდანში, თბილისის სხვა დანარჩენ გარეუბნებთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უდიდესი ნაკადია მომართული.
- მეტროპოლიტენი
- მინი ავტობუსები,
- ავტობუსები
No comments:
Post a Comment