ავტოირთა შესახებ

My photo
თბილისი, გლდანი
ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ ჩვენი ქალაქით

გლდანის ისტორია

     მე-15 საუკუნის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და ყმა-მამულების ნაწილი კახეთის თავადებს ჯანდიერისშვილებს ეკუთვნით, ხოლო ნაწილი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრებაა. მრავალი მასალაა გლდანის შესახებ გასული საუკუნის პერიოდულ პრესაში. გაზეთ „დროებაში“ (1885 წ.180 ), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.


No comments:

Post a Comment

როგორ მოგწიონთ ეს ბლოგი