ავტოირთა შესახებ

My photo
თბილისი, გლდანი
ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ ჩვენი ქალაქით

გლდანის მომავალი ინფრასტრუქტურა

გლდანის დასახლება მზარდი და პერსპექტიული საქალაქო-რაიონული ტიპის პროექტია, რომელსაც შინაარსობრივად უდიდესი სოციალური და არქიტექტურული პერსპექტივქ გააჩნია. აი ერთ-ერთი მათგანი.
გლდანის თეთრი ტბა. უახლოესი მომავალი.




გლდანის აღმშენებლობა

        გლდანის რაიონშიკულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საკმაოდ ფართო ქსელია. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საშუალო სკოლა, სადაც 20000 -ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
თუ მე - 19 საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით 288  კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 12930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.


        გლდანის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აშენდა რიგი საცხოვრებელი მასივები. მათ შორის, გლდანის დასახლება (8 მიკრორაიონი), მუხიანის დასხლება (5 მიკრორაიონი), გდანულა და სხვა. გარდა ამისა, გლდანშია აგრეთვე „ა“ მიკრორაიონი.
გლდანის დასხლების მშენებლობისათვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი ფართობი. პროექტის ავტორია არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი. პროექტის მიხედვით საცხოვრებელი მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად გავნითარტებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე მხარეს. ცენტრის სიგრძე 2,5 კმ-ია. სამწუხაროდ პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა.


გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანში. მალე აღვიშნულ დასახლებებს შეემატა გლდანულა და III-ა მიკრორაიონი.


დღესდღეობით გლდანის რაიონს გააჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა და განაგრძობს განვითარებას. 

გლდანის ეკონომიკა კულტურა


გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ომამდე მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა: 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა „ცენტროლიტი“, 1940 წელს ორგანიზებული იქნა ავჭალის შამპანური ღვინოების ქარხანა, 1941 წელს ექსპლოატაციაში გადაეცა ჩაის საწონი ფაბრიკა. 1954 წელს მწყობრში ცადგა კონიაკის ქარხანა, 1967 წელს საფუარის ქარხანა, 1978 წელს სამკერვალო ტრიკოტაჯის ფაბრიკა, 1984 წელს ჩაის კომბინატი „ბახმარო“ და სხვა.
მართალია ჩამოთვლილი და სხვა საწარმოები ამჯამად მთელი დატვირთვით არ მუშაობენ, მაგრამ რაიონის ეკონომიკის განვითარების შემდგომი პერსპექტივები გარდაუვალია.
1979 წელს გდანში სეიქმნა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს გამოჩენილი ქართველი რეჯისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.





გლდანის ელიტა


გლდანში, გასული საუკუნის მიწურულს დაარსდა სამი კლასისაგან შემდგარი სკოლა, სადაც ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღმრთო რჯული. ამ სასცავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ამ სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა:  პროფესორები შალვა გოგიძე, კარლო მგალობლიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ექიმი ეკატერინე გიორგობიანი და სხვა მრავალი.
გლდანში დასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს ცნობილმა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია გახსნილი



და პროფესორმა ზაქარია მაისურაძემ.



თუ მე - 19 საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით 288  კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 12930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.

გლდანის ბუნება

გლდანის ბუნება, მისი ნაყოფიერი ველები და მოსახლეობის შრომითი საქმიანობა ისტორიულად ცნობილია.  გლდანის ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.




გლდანის ისტორია

     მე-15 საუკუნის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და ყმა-მამულების ნაწილი კახეთის თავადებს ჯანდიერისშვილებს ეკუთვნით, ხოლო ნაწილი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრებაა. მრავალი მასალაა გლდანის შესახებ გასული საუკუნის პერიოდულ პრესაში. გაზეთ „დროებაში“ (1885 წ.180 ), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.


გლდანი ძველად

    გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის  მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა. გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი.გაცილებით ძველი ნასოფლარებია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე და სხვა.საუკუნეების განმავლობაში გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს. 



გლდანი, როგორც თბილისი ერთ-ერთი გარეუბანი, შენდება და ვითარდება XX საუკინის 70 -ანი წლებიდან. ქალაქ თბილისის მხოლოდ თითოოროლა ადგილიდან იკო შესაძლებელი გლდანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა.

დიდუბიდან:




ეგრედწოდებული მეტროსადგურ "ელექტროდეპო" -დან; ახლანდელი მეტროსადგური "გოცირიძე".




ამჟამად გლდანში, თბილისის სხვა დანარჩენ გარეუბნებთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უდიდესი ნაკადია მომართული.


  • მეტროპოლიტენი



  • მინი ავტობუსები,

  • ავტობუსები





გლდანის ახლანდელი იერსახე

როგორი კოხტაა.



როგორ გაკოხტავდება.


ვეცნობით გლდანს

გლდანის ხედი არწივთა ფრენის სიმაღლიდან


ხო მაგარია ?

დიახ ეს გლდანია

გლდანი ერთ-ერთი უდიდესი საქალაქო-სარაიონო ტიპის დასახლებაა საქართველოში, საოცრად გასაგები სამისამართო კონფიგურაციით და არაჩვეულებრივი ლანდშაფტით. გლდანი ჩვენი სიამაყეა.



როგორ მოგწიონთ ეს ბლოგი